სკოლის შესახებ

გარეჯის კერძო სკოლა ლამარია

გარეჯის კერძო სკოლა „ლამარია“ არის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის აკადემიურ, პიროვნულ და შემოქმედებით განვითარებაზე.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და ჩამოყალიბდებიან პასუხისმგებელ, თავდაჯერებულ და წარმატებულ ადამიანებად.

სკოლაში სწავლება მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში, რაც თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას გვაძლევს. კვალიფიციური პედაგოგების გუნდი თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით უზრუნველყოფს ცოდნის ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ მიღებას.

„ლამარია“ აერთიანებს სკოლას, წინასასკოლო მოსამზადებელ პროგრამებს, საბავშვო ბაღსა და საზაფხულო სკოლას, რაც ბავშვებს უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს ერთიან და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში.

ჩვენ ვქმნით უსაფრთო და ინოვაციურ გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლის განვითარება არის პრიორიტეტი.

0+

უფასო წრე და აქტივობა

0

საგანმანათლებლო მიმართულება (სკოლა, ბაღი, საზაფხულო პროგრამა)

0%

ინდივიდუალური მიდგომა
დამფუძნებლის შესახებ

ლამარა ქოქიაური

პროფესორი ლამარა ქოქიაური არის გარეჯის კერძო სკოლის „ლამარია“ -ს დამფუძნებელი და დირექტორი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი, მეცნიერი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი.

1992 წლიდან იგი ხელმძღვანელობს საქართველოში ერთ-ერთ პირველ კერძო უცხო ენების სკოლას „ნინო“. სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა პროფესორის პოზიციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

განათლების სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილების საფუძველზე, მისი მთავარი მიზანია თანამედროვე, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა.

ლამარა ქოქიაური

სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი

რატომ ჩვენ?

გარეჯის კერძო სკოლა „ლამარია“ ისწრაფვის გახდეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის განათლებას, თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას.

👩‍🏫 მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები

📚 ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან

👥 მცირე კლასები (10-15 მოსწავლე)

🇬🇧 ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება

➗ მათემატიკის გაძლიერებული პროგრამა

🎨 მრავალფეროვანი შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებიmma Collins

🍽️ დაბალანსებული კვება

🚌 ტრანსპორტირების სერვისი

🏊 უფასო დამატებითი წრეები

🕖 გახანგრძლივებული ჯგუფები 19:00 საათამდე

☀️ საზაფხულო სკოლა და წინასასკოლო პროგრამები

🛡️ უსაფრთხო და მეგობრული გარემო